3 რჩევა თუ როგორ შეარჩიოთ თეთრეული თუ წონაში დაკლებას გეგმავთ
3 რჩევა თუ როგორ შეარჩიოთ თეთრეული თუ წონაში დაკლებას გეგმავთ

3 რჩევა თუ როგორ შეარჩიოთ თეთრეული თუ წონაში დაკლებას გეგმავთ

ზედმეტი კილოგრამების დაგდება ნამდვილად დიდი მიღწევაა ყველა ქალბატონისთვის. ბედნიერება ორმაგდება, როდესაც ხედავ თუ რა კარგად გამოიყურები ისეთ სექსუალურ ტანსაცმელში რომლის ჩაცმაზეც არასდროს გიფიქრია. მეორეს მხრივ, თქვენი საყვარელი ძვირადღირებული საცვლები შეიძლება აღარ მოგერგოთ. ამ მიზეზი ის არის, რომ წონის დაკარგვა ცვლის თქვენი მკერდის ზომას. ფულის ხარჯვა ისეთ თეთრეულზე რომელიც მხოლოდ ერთი თვე შეგიძლიათ იხმაროთ, საკმაოდ არასასიამოვნო გამოცდლებაა. მაგრამ ამის გამო ცუდ ხასიათზე ყოფნა ნამვილად არ არის გამოსავალი.

ასე რომ, გაძლევთ 3 რჩევას თუ როგორ შეიძინოთ თეთრეული როდესაც წონაში დაკლების პროცესში ხართ:


1. რეგულირებადი ბიუსჰალტერის ბრეტელები

სამწუხაროდ, ყველა ბიუსჰალტერს არ გააჩნია რეგულირებადი ბრეტელები. აუცილებლად შეიძინეთ ისეთი, რომელსაც აქვს რეგულირებადი ბრეტელები, რაც საშუალებას მოგცემთ შეცვალოთ მისი სიგრძე. მომატებას ცდილობთ თუ დაკლებას, ბიუსჰალტერის ეს ფუნქცია ნამდვილად აუცილებელი და ხელსაყრელია.

2. მრავალფუნქციური დუგმა (უკანა შესაკრავი)

ბიუსჰალტერების უმრავლესობას აქვს მხოლოდ ერთ დუგმა თუმცა იყიდება ისეთებიც რომელსაც აქვს ორი ან მაქსიმუმ სამი ცალი დუგმა. თუ წონაში იკლებთ, რეკომენდირებულია სამ-დუგმიანი ბიუსჰალტერის ყიდვა, რადგან როცა წონაში დაიკლებთ, უკანა შესაკრავის დაპატარავების შესაძლებლობა გექნებათ. ამიტომაც, ყიდვის დროს ლიფი მოიზომეთ პირველი დუგმის შეკვრით და როცა წონაში დაიკლებთ, ბიუსჰალტერს შეიკრავთ მეორე ან ბოლო დუგმაზე.

3. თხელი ბალიშები

ყველა ბიუსჰალტერის თეფშში არის სხვადასხვა სისქის ბალიშები. თუ წონაში დაკლებას გეგმავთ შეიძინეთ ბიუსჰალტერი რომელსაც თხელი ბალიშები აქვს. წონაში დაკლება იწვევს მკერდის ფორმის ცვლილებასაც და შესაბამისად, სქელი ბალიშების შემთხვევაში თქვენი მკერდი ვეღარ შეავსებს თეფშს და დისკომფორტს შეგიქმნით.

რჩევა პროფესიონალებისგან:

ნუ შეიძენთ ბევრ ან ძვირიან ბიუსჰალტერებს თუ წონაში დაკლებაზე ფიქრობთ. გოგოებო, ვიცი რა სასიამოვნოა ახალი თეთრეულის შეძენა! თუმცა არ აქვს აზრი ფულის ხარჯვას თუ რამდენიმე თვეში მაინც მოგიწევთ ყველაფრის გადაყრა.

  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Leave a Reply

დახურვა
×
×

Cart