3 შეცდომა რომელსაც ქალი უშვებს თეთრეულის ყიდვისას
3 შეცდომა რომელსაც ქალი უშვებს თეთრეულის ყიდვისას

3 შეცდომა რომელსაც ქალი უშვებს თეთრეულის ყიდვისას

დისკომფორტს განიცდი როდესაც ლიფი გაცვია? ხშირად, როდესაც თეთრეულში არაკომფორტულად ვგრძნობთ თავს, ყველაფერს ვაბრალებთ პროდუქტს.

-ყველაზე ცუდი ხარისხია!

-უხარისხო მატერიისგან არის დამზადებული!

– ამ ლიფის ყიდვა ყველაზე ცუდი გადაწყვეტილებაა რაც მიმიღია!

თუმცა, ვერ ვხვდებით იმას რომ უპირველესი პრობლემა ჩვენი მხრიდანაა დაშვებული. შესაძლოა რომ უბრალოდ არასწორი არჩევანი გავაკეთეთ ამ ლიფის ყიდვისას. კარგი ლიფი ქალბატონებისთვის მნიშვნელოვანი აღჭურვილობაა. მიუხედავად იმისა რომ ყველა ქალბატონის არჩევანი ერთმანეთისგან განსხვავდება, არსებობს რამდენიმე საერთო შეცდომა რომელსაც ყველა ქალი უშვებს ახალი ლიფის ყიდვისას.

1. თქვენ გჯერათ, რომ ყველა ზომა ერთნაირია

თუ თვლით, რომ არსებობს საერთო დაა ზოგადი ზომა, თქვენ ცდებით. არც ერთ ქალს არ აქვს მკერდის ზუსტად ერთნაირი ზომა. ზოგს დიდი ზომა აქვს მაგრამ თხელი, ზოგს კი პატარა მაგრამ უფრო სქელი. პირველ რიგში თქვენ უნდა ისწავლოთ მკერდის სწორი გაზომვა, რომ იპოვოთ თქვენთვის შესაფერისი თეთრეული.

ფიზიკურ მაღაზიებში ეს საკმაოდ რთულია, გაარკვიო ლიფის ზუსტი ზომა, რადგაც თეთრეულის მოზომვა არ შეიძლება. თუმცა თუ  ყიდულობთ დისტანციურად, მაღაზიებს უმრავლესობას გააჩნია თავისი ზომების გრაფა რაც დაგეხმარებათ სწორი ზომის არჩევაში.

2. თქვენ ირჩევთ ფასის მიხედვით

სამწუხაროდ ამ ხაფანგში არა ერთი ქალბატონი მოხვედრილა. ყველაზე ძვირიანი არ ნიშნავს ხარისხიანს ან პირიქით. ეს საკმაოდ ხშირია ონლაინ მაღაზიებში. ქალბატონები ძვირიან პროდუქტს ხედავენ და ექმნებათ წამროდგენა რომ ის აუცილებლად უკეთესი ხარისხის იქნება. გარდა ხარისხისა, ბევრი აკვირდება ვიზუალს და არ ფიქრდება თუ რამდენაც ხარისხიანია ეს ლიფი. აქედან გამომდინარე, აუცილებლად გადაიკითხეთ თეთრეულის ეტიკეტი და დააკვირდით თუ რა მატერიისგან არის ლიფი შეკერილი. აქედან გამომდინარე გაგიადვილდებათ არჩევანის გაკეთება და ხარისხისა და ფასის შედარება.

3. ზომების ცვლილება

როდესაც საქმე ინტიმურ თეთრეულს ეხება, ბევრს ჰგონია რომ ზომა არასდროს არ იცვლება. ეს ყველაზე დიდი შეცდომაა. როდესაც ზუსტად არ იცით თქვენი მკერდის ზომა, თქვენ ყიდულობთ იმას რაც ავტომატურად გგონიათ რომ მოგერგებათ. თქვენი სხეული დროთა განმავლობაში განიცდის უამრავ ცვლილებას. იმატებთ წონაში, იკლებთ წონას, დაორსულდებით, გაქვთ ჰორმონალური ცვლილებები და ა.შ. პარალელურად იცვლება თქვენი მკერდის ზომაც. აქედან გამომდინარე, მკერდის ზომა შეიძლება განსხვავდებოდეს დროდადრო.

სწორედ ამიტომ უნდა გადაამოწმოთ თქვენი ზომა ყოველ 6 თვეში. დროის ეს მონაკვეთი ასევე ლიფის გამძლეობის პერიოდია. ამიტომაც, როდესაც თქვენ გადაწყვეტთ ახალი ლიფის ყიდვას, თქვენი პრიორიტეტია მკერდის ზომის გადამოწმება!

რჩევა პროფესიონალებისგან:

ლიფს ნამდვილად არ სჭირდება გახეხვა ან სარეცხი მანქანა. როგორც წესი, ლიფი დამზადებულია დელიკატური ქსოვილებისგან და სარეცხ მანქანაში უწყვეტმა გამრეცხვამ შეიძლება მათი დაზიანება გამოიწვიოს. მიუხედავად იმისა, რომ ხელით რეცხვის დრო არ გაქვთ ან ნერვები, თქვენ უნდა გააცნობიეროთ, რომ მხოლოდ ამ გზით შეგიძლიათ მაქსიმალურად შეინარჩუნოთ თეთრეულის ხარისხი. რა ძვირიანიც არ უნდა იყოს თქვენი თეთრეული და მთელი დედამიწის ზურგზე ყველაზე ხარისხიანიც რომ იყოს, არასწორი მოვლა მას მაინც დააზიანებს. თუ სხვა გზა არ არის, პირდაპირ მაინც ნუ შეყრით ყველაფერს სარეცხ მანქანაში და ჩადეთ რამე ჩანთაში რათა უხეშმა რეცხვამ თვენი თეთრეული არ დააზიანოს.

ეთანხმებით თუ არა ზემოთ ჩამოთვლილ შეცდომებს და გქონიათ მსგავსი გამოცდილება? აუცილებლად დააფიქსირეთ თქვენი მოსაზრება და გამოცდილება !

  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Leave a Reply

დახურვა
×
×

Cart