6 ფაქტორი რომელიც ხელს გიშლით თეთრეულის დიდხანს შენარჩუნებაში
6 ფაქტორი რომელიც ხელს გიშლით თეთრეულის დიდხანს შენარჩუნებაში

6 ფაქტორი რომელიც ხელს გიშლით თეთრეულის დიდხანს შენარჩუნებაში

ალბათ ყველას გქონიათ მსგავსი გამოცდილება – ყიდულობთ თეთრ ლიფს და რამდენიმე თვეში ის ფერს იცვლის. ან ღია ფერის ლიფს გაუგებარი ლაქები უჩნდება და ჯერ ერთი თვეც არ გასულა რაც ეს ლიფი შეიძინე. რა თქმა უნდა, ლიფს თავისი ვადა აქვს და ის არ გაძლებს ისე დიდხანს როგორც, მაგალითად, ტყავის ქურთუკი. თუმცა, სწორი მოვლის შემთხვევაში ლიფი შეიძლება ვიხმაროთ ერთი წელიწადი ან მეტი.

თუ შენ არ გსურს ლიფების ხშირი შეცვლა (რადგან ეს ფინანსურად არ არის მისაღები) ან უბრალოდ გსურს შენი საყვარელი თეთრეული უფრო დიდხანს იხმარო (ვის არ სურს?), გიზიარებთ ექვს ფაქტორს რომელიც ხელს გიშლის თეთრეულის უფრო დიდხანს შენარჩუნებაში…

ოფლი

ყველას გაგვიგია ან გამოგვიცდია ყვითელი ოფლის ლაქები მაისურზე, მაგრამ იცოდი თუ არა რომ ეს ლიფის ხმარების დროსაც ხდება? ეს ლოგიკურია, რადგაც ლიფების უმრავლესობა არის ისეთი დიზაინის რომელიც საკმაოდ ახლოსაა იღლიებთან. ოფლს არ გააჩნია ფერი, მაგრამ როდესაც ის რეაქციაში შედის ალუმინიუმთან(რომელსაც შეიცავს ანტიპერსპირანტი ან დეოდორანტი) ან ბუნებრივად წარმოშობილ ბაქტერიებს ჩვენი კანის ზედაპირზე, ის შეიძლება ყვითელი ელფერის გახდეს. თუ შეამჩნიე რომ ლიფზე ყვითელი ლაქები გაგიჩნდა, შეიძინე ანტიპერსპირანტი რომელიც არ შეიცავს ალუმინიუმს. ოფლის ლაქები განსაკუთრებით ხშირია სპორტულ ლიფზე ან უბრალოდ ძლიერი სიცხის დროს. ამ შემთხვევაში ლიფი რაც შეიძლება მალე ცივ წყალში უნდა ჩაალბო. არავითარ შემთხვევაში არ ჩაალბო ლიფი ცხელ წყალში რადგან ლაქები სამუდამოდ დარჩება ქსოვილში.

ანტიპერსპირანტი ან დეოდორანტი

გარდა ზემოთ აღნიშნული ქიმიური რეაქციისა, თვითონ ანტიპერსპირანტი ან დეოდორანტიც ტოვებს ხოლმე ლაქებს. თუ შეამჩნევ თეთრ ლაქებს ან პატარა თეთრ ნარჩენებს ლიფზე, სასურველია თხევადი ანტიპერსპირანტის შეძენა. როცა წაისვამ, ეგრევე ნუ ჩაიცვამ ტანაცმელს და დაიცადე სანამ სითხე გაშრება. ხოლო თუ ლიფზე ქიმიური ნარჩენები დარჩა, მცირე რაოდენობით წაუსვი სარეცხი საშუალება და ნაზად გარეცხე ხელით.

რეცხვა სხვა ფერის ტანსაცმელთან ერთად

წყლის ნარჩენს სარეცხი მანქანისგან ტყუილად არ ჰქვია ცისფერი წყალი! ალბათ შეგიმჩნევია ხელის რეცხვის დროს, როცა ტანსაცმელს ჩაალბობ წყალში, ის ეგრევე ფერს იცვლის. წყლის ეს ელფერი არ არის მხოლოდ ჭუჭყი, არამედ მატერიის საღებავი. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი იმისა, თუ რატომ ხდება თეთრი ფერის ტანსაცმელი ნაცრისფერი მრავალჯერადი რეცხვის შემდგომ. აქედან გამომდინარე, ღია ფერის თეთრეულის ჩალბობა შავი ფერის თეთრეულთან ერთად დატოვებს შესამჩნევ ლაქებს. და მსგავსი ლაქების მოშორება ფაქტობრივად შეუძლებელია.

ასე რომ, თავი რომ ავარიდოთ დალაქავებულ თეთრეულს, გარეცხე ყველაფერი ფერების მიხედვით და ნუ აურევ ყველაფერს ერთმანეთში. თეთრი ფერის თეთრეული გარეცხე მხოლოდ თეთრი ფერის ტანსაცმელთან ერთად, შავი ან ლურჯი ფერები ერთად და ა.შ. წითელი ფერის მასალას ყველაზე მეტად გასდის ფერი ასე რომ წითელი ფერები ყოველთვის ცალკე გარეცხე.

სხვადასხვა ფერების ჩაცმა

არ გეგონოს რომ ინტიმური თეთრეული მხოლოდ მაშინ იცვლის ფერს როცა მას სხვა ფერებთან ერთად გარეცხავ. მოულოდნელია, თუმცა როდესაც სხვადასხვა ფერის მასალა ერთმანეთთან კონტაქტში შედის მაინც არსებობს შანსი იმისა რომ მათი კონტაქტი ლაქებს გამოიწვევს. რა თქმა უნდა, ეს არც თუ ის ხშირია, მაგრამ ეს ყველაზე მოსალოდნელია როდესაც ახალ ტანისამოსს ჩაიცვამ. ახალშეკერილ ტანსაცმელს ჯერ კიდევ აქვს ჩამჯდარი საკმაოდ ბევრი საღებავი და მხოლოდ ერთი-ორი გარეცხვის მერე შეამჩნევ რომ წყალი აღარ იღებს ისეთ ელფერს. ასე რომ, თუ შენი საყვარელი თეთრი ბიუსჰალტერი  გაცვია და ზემოდან შემოტკეცილ, ახალ მაისურს ჩაიცვამ, არსებობს იმის შანსი რომ საღებავის პატარა ლაქები ლიფზე გადავიდეს.

აქედან გამომდინარე, როდესაც ახალ ტანსაცმელს შეიძენ, აუცილებლად გარეცხე ჩაცმამდე (რაც ისედაც ლოგიკურია) და შეეცადე არ ჩაიცვა ისეთი საცვლები რომელიც საკმაოდ ძვირი დაგიჯდა ან უბრალოდ ძალიან გენანება. ასევე შეგიძლია შიგნიდან რამე თხელი მაისურიც ჩაიცვა რაც თეთრეულს დაიცავს.

მზის სხივები

როდესაც თეთრეულს აშრობ, აუცილებლად გაითვალისწინეთ რომ ის უნდა გაფინო ჩრდილში ან სახლში და მოარიდო ის მზის პიდაპირ სხივებს. ეს არის თეთრეულის გამშრალების საუკეთესო გზა რადგან ულტრაიისფერი სხივები აუფერულებს ტანსაცმელს და დროთა განმავლობაში უცვლის ფერს.

მეორეს მხრივ, თეთრი ფერის საცვლების გაფენა მზეზე რეკომედირებულია და ზრდის იმის შანსს რომ ის დაიბრუნებს თავის საწყისს ელფერს. თუმცა ნებისმიერ შემთვევაში, თუ ძალიან ცხელა, არანაირი თეთრეულის გაფენა არ ღირს რადგან ეს ზიანს აყენებს არამხოლოდ მატერიის ფერს არამედ ელასტიურობას.

ლიფის არასაკმარისი რეცხვა

არ აქვს მნიშვნელობა რა ხერხებით რეცხავ ლიფს ან როგორც აშრობ, ნუ დაგავიწყდება შენი თეთრეულის საკმარისი სიხშირით გარეცვა რადგან ჭუჭყი შეიძლება იმენად ჩაჯდეს, მისი ამორეცხვა საკმაოდ რთული იქნება. როგორც უკვე ვახსენე, თუ გაოფლიანდი, სასურველია რომ ლიფი იმავე დღეს გარცხო. სხვა შემთხვევაში, ლიფი უნდა გაირეცხოს ყოველი მეორე ან მესამე ჩაცმის შემდეგ.

იმედია მაქვს რომ ეს სტატია შენთვის საინტერესო იყო და ახალი რაღაცები ისწავლე. თუ რამე გამოგვრჩა, აუცილებლად გაგვიზიარე შენი იდეები.

  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Leave a Reply

დახურვა
×
×

Cart