როგორ მივხვდეთ რომ ლიფის გადაგდების დრო დადგა?
როგორ მივხვდეთ რომ ლიფის გადაგდების დრო დადგა

როგორ მივხვდეთ რომ ლიფის გადაგდების დრო დადგა?

ლიფის კომფორტული ხმარებისათვის აუცილებელია ვიცოდეთ თუ როდის უნდა მოვისროლოთ ის  ნაგავში. მარტივად რომ ვთქვათ, ლიფი ნაგავში გადასაგდებია თუ ის ხმარებისას დისკომფორტს გვიქმნის. ნახმარ ლიფს სხვადასხვა თვისება გააჩნია – პირველადი ფორმის დაკარგვა, მოშვებული სარტყელი, ლიფის მავთულის გამოჩენა, ლაქები და წელის ტკივილი. როდესაც ერთი ან ერთ-ერთი თვისება გამოაჩენს თავს, ეს იმას ნიშნავს რომ ახალი ლიფის ყიდვის დროა!

აშკარა დაზიანება

დაზიანების ეს მაჩვენებელი აშკარაა თუმცა ბევრი მას ყურადღებას არ აქცევს. როდესაც ლიფზე პატარა ხვრელის მაგვარი დეფორმაცია ჩნდება, იქნება ეს სარტყელი თუ ბალიშები, ეს ნამვილად იმის ნიშანია რომ დროა ლიფი შეცვალო. ასევე აუცილებლად უნდა მიაციოთ ყურადღება ლიფის მავთულებს რადგან თუ ის ფორმას შეიცვლის, ლიფი სასწრაფოდ უნდა გამოიცვალოს. ზოგს უყვარს მავთულის ამოღება და ლიფს მაინც ატარებს, თუმცა მავთულის მთლიანად ამოღება ლიფს უფრო შეუცვლის ფორმას.

მოშვებული სარტყელი

როდესაც ლიფის სარტყელი ზედმეტად ელასტიურია,  კარგად აღარ გაზის ტანზე და ლიფი ხმარებისას აქეთ-იქით მოძრაობს, ეს ნამვილად ცუდის ნიშანია. სარყელი შეიძლება ნაწილობრივად დასუსტდეს და აუცილებელია არაა რომ დაიცადო სანამ ის მთლიანად დაიშლება. წინ ან უკან ოდნავ მაინც თუ არ ხდება ლიფის ფიქსაცია, დროა ლიფი გამოცვალო!

უფორმო ლიფის ბალიშები

სარტყელის და მავთულის გარდა, ყურადღება უნდა მიაქციო ლიფის ბალიშებს. მრავალჯერადი რეცხვის და ხმარების შედეგად, ადრე თუ გვიან, ლიფის ბალიშებიც განიცდის დეფორმაციას. თუ ლიფის ბალიშები შიგნიდან ზედმეტად მოძრაობს და მკერდის ფორმას აღარ ავსებს, ეს ლიფის დაძველების ნიშანია.

სხვა გამაფრთხილებელი ნიშნები

თუ სხვა ნებისმიერი თვისება გამოიჩენს თავს რომელიც ხელს გიშლის ლიფის კომფორტულად ხმარებში, აუცილებლად შეცვალე ლიფი. დეფორმირებული ლიფის ხმარება არასასურველია არა მხოლოდ იმიტომ რომ ამან შენს ხასიათზე და კომფორტზე ნეგატიურად არ იმოქმედოს. არასწორი ლიფის ხმარებამ, დროთა განმავლობაში,  შეიძლება ტკივილებიც კი გამოიწვიოს. თუ ბრეტელები გტკენს, ან ლიფის ბალიში ზემეტად დიდია, ან მავთული გტკენს – ნუ გაიწვალებ თავს და გადააგდე ლიფი.

ეთანმები თუ არა ჩვენს რჩევებს და რა რჩევებს მისცემდი სხვა ქალბატონებს? აუცილებლად გაგვიზიარე კომენტარებში.

  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Leave a Reply

დახურვა
×
×

Cart