გაითვალისწინეთ რომ ვებ-გვერდის (catrisa.ge) გამოყენება რეგულირდება შპს „კატრისას”(საიდენტიფიკაციო ნომერი: 400276269) მიერ დადგენილი წესებითა და პირობებით. ყურადღებით გაეცანით ამ გვერდზე მოცემულ წესებსა და პირობებს, რომელიც არეგულირებს თქვენ მიერ catrisa.ge-ს გამოყენების პირობებს.
იმ შემთხვევაში, თუ არ ეთანხმებით ჩვენს წესებსა და პირობებს, გთხოვთ, დატოვოთ ეს ვებ-გვერდი. ჩვენს ვებ-გვერდზე სტუმრობით და გამოქვეყნებული ინფორმაციის გამოყენებით, ადასტურებთ და სრულად ეთანხმებით მითითებულ ყველა წესს, რომელიც შესაძლოა ცალმხრივად შეიცვალოს გარკვეული პერიოდულობით, რაც დაფიქსირდება მოცემულ ვებ-გვერდზე. ჩვენ უფლებამოსილები ვართ ცვლილება შევიტანოთ წინამდებარე წესებსა და პირობებში მომხმარებელთათვის წინასწარი შეტყობინების გარეშე.

catrisa.ge-ს სტუმრობა ნიშნავს  რომ თქვენ შესაბამის პირობებს ეთანხმებით.

პროდუქციის მიტანის პირობები

catrisa.ge ვალდებულია მომხმარებლის მიერ შეძენილი პროდუქტის მიწოდება მოახდინოს 1-10 დღის განმავლობაში, შეთანხმებული საათების ფარგლებში. ეს პირობა არ ხორციელდება იმ შემთხვევაში თუ შეკვეთის მომენტიდან/მიწოდების პროცესში მომხმარებელმა შეცვალა მიწოდების მისამართი, საათები, მოითხოვა შეცდომით შეძენილი პროდუქტის გადაცვლა, მომხმარებელმა არ გვიპასუხა სატელეფონო ზარებზე შეკვეთის დადასტურების მიზნით, მომხმარებელი არ იყო ხელმისაწვდომი წინასწარ შეთანხმებულ მისამართზე ან საათებში. ზემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში, catrisa.ge უფლებამოსილია გაზარდოს მიწოდების დღეების რაოდენობა.

პროდუქციის გადაცვლის პირობები

catrisa.ge მომხმარებლის მიერ შეძენილ პროდუქტს გადაცვლის მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ:
1. მომხმარებელი თვითონ დაფარავს პროდუქციის როგორც უკან ტრანსპორტირების საფასურს ასევე ხელახალი მიწოდების საფასურს. 2. იმ შემთხვევაში თუ ხელახლა მოთხოვნილი პროდუქცია აღარაა გაყიდვაში, მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს სხვა მოდელის პროდუქცია გადახდილი თანხის ფარგლებში. 

თუ ხელახლა მოთხოვნილი პროდუქციის ფასი აღემატება უკან დაბრუნებული პროდუქციის ფასს, მაშინ მომხმარებელი იხდის მხოლოდ მოცემულ სხვაობას, ხოლო თუ ხელახლა მოთხოვნილი პროდუქტის ფასი ნაკლებია უკან დაბრუნებული პროდუქციის ფასზე, არსებული სხვაობა უკან არ ბრუნდება.

პროდუქცის გადაცვლის პირობები მოქმედებს პროდუქციის ჩაბარებიდან მხოლოდ 2 დღის განმავლობაში.

შეკვეთის გაუქმების პირობები

catrisa.ge მომხმარებლის მიერ წარმოებულ შეკვეთას გააუქმებს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ:
1. მომხმარებელი catrisa.ge-ს ადმინისტრაციას დაუკავშირდება შეკვეთიდან 72 საათის განმავლობაში შეკვეთის გაუქმების თაობაზე. 2. მომხმარებელმა ჯერ არ დაადასტურა შეკვეთა მიღებული სატელეფონი ზარის დროს. 3. თუ მომხმარებელი არაა ხელმისაწვდომი რომ შეკვეთა მიიღოს გარკვეული პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა პირადი მიზეზების გამო, catrisa.ge იტოვებს უფლებას განახორციელოს მიწოდება სხვა პერიოდის ფარგლებში და არ აანაზღაურებს ვებ-გვერდზე გადახდილ თანხას.
4. catrisa.ge უფლებამოსილია გააუქმოს შეკვეთა თუ მომხმარებელთან ვერ მოხდა დაკავშირება 10 დღის განმავლობაში.ეს პირობა მოქმედებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელმა წინასწარ გადაიხადა პროდუქციის საფასური ვებგვერდის საშუალებით. 

ნაღდი ანგარიშსწორების შემთხვევაში, მოქმედებს მხოლოდ მეოთხე პუნქტი ( catrisa.ge უფლებამოსილია გააუქმოს შეკვეთა თუ მომხმარებელთან ვერ მოხდა დაკავშირება 10 დღის განმავლობაში).

თანხის დაბრუნების პირობები

catrisa.ge მომხმარებლის მიერ გადახდილი თანხას დააბრუნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ:
1. ნაყიდი პროდუქტი არის დაზიანებული.
2. თანხის გადახდიდან 10 დღის განმავლობაში მომხმარებელს არ მიეწოდა catrisa.ge-ზე შეძენილი პროდუქტი.
3. მიწოდებული პროდუქტი არ ემთხვევა შეძენილს.
4. catrisa.ge უფლებამოსილია უკან დააბრუნოს თანხა თუ მომხმარებელთან ვერ მოხდა დაკავშირება 10 დღის განმავლობაში და პროდუქცია არ იქნა მიწოდებული.

თუ პროდუქტი გამოყენებულია ან დაზიანებულია მომხმარებლის მიერ თანხის უკან დაბრუნება არ ხდება. ვებ-გვერდზე წარმოებული გადახდის შემთხვევაში თანხას დავაბრუნებთ მხოლოდ იმ ბანკის ანგარიშზე რომლიდანაც მომხმარებელმა მოახდინა გადახდა.დაბრუნების პირობები მოქმედებს პროდუქციის ჩაბარებიდან მხოლოდ 2 დღის განმავლობაში.

ინტელექტუალური საკუთრება

აკრძალულია catrisa.ge-ზე მითითებული ნებისმიერი ტექსტის, ლოგოების, გრაფიკის, სურათების, გამოსახულებების, ან სხვა ინტელექტუალური საკუთრების (რეგისტრირებული, ან არარეგისტრირებული) უნებართვო  გამოყენება catrisa.ge-ს წინასწარი თანხმობის გარეშე. catrisa.ge-დან ნებისმიერი ინფორმაციის გამოყენება კომერციული მიზნებისთვის და ასლის დამზადება ჩაითვლება საქართველოს კანონმდებლობის დარღვევად.ეს პირობა არ ვრცელდება ბლოგში განთავსებულ სურათებზე. ბლოგის სექციაში განთავსებული სურათების უმრავლესობა არ არის catrisa.ge-ს საკუთრება და ვრცელდება როგორც “საავტორო უფლებების არ მქონე”  სურათები. თუ თქვენ აღმოაჩინეთ თქვენი საკუთრება ჩვენს ვებ-გვერდზე და გსურთ რომ ჩვენ ის დავთაგოთ თქვენს სახელზე ან წავშალოთ, აუცილებლად მოგვწერეთ. 

კონფიდენციალურობა

ჩვენ მომხმარებლის პერსონალურ ინფორმაციას ითხოვს საჭიროებიდან გამომდინარე, იმ მოცულობით, რაც საჭიროა მომსახურების  გასაწევად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.  catrisa.ge პასუხისმგებელია თქვენი პირადი კონფიდენციალური ინფორმაციის უსაფრთხოებასა და გაუმჟღავნებლობაზე, მაგრამ იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ თქვენი მონაცემების დისტანციურად მოწოდების პროცესი არ არის დაშიფრული. ჩვენ არ ვაგებთ პასუხს თუ მესამე პირის ექნება არასანქცირებული წვდომა თქვენი მონაცემების.  catrisa.ge-ზე რეგისტრაციის შემდეგ, მომხმარებელი პასუხისმგებელია მომხმარებლისა და პაროლის გაუმჟღავნებლობაზე. ჩვენ არ ვაგებთ პასუხს იმ შედეგებზე, რაც პირადი პორტალის მესამე პირის მიერ გამოყენების შედეგად შეიძლება დადგეს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი პირადი ინფორმაციის უსაფრთხოებას და კონფიდენციალურობა, თუმცა არ ვიღებთ პასუხისმგებლობას მესამე პირების მიერ აღნიშნული ინფორმაციის არასანქცირებულ წვდომაზე ამ მონაცემების ჩვენთვის მიწოდების დროს. ჩვენი ვებ-გვერდის სტუმრობისას, თქვენ მიერ დატოვებული ნებისმიერი ინფორმაცია შესაძლოა გამოყენებული იქნას მომსახურების გაწევის მიზნით, საიტის ხარისხის გასაუმჯობესებლად, ან სტატისტიკის საწარმოებლად. 

 შპს „კატრისას” ადმინისტრაცია. ოქტომბერი, 2019


  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
დახურვა
×
×

Cart